Oakleaf Logo

Command Palette

Search for a command to run...

თამარ მელიქიძე

ქართული ენა და ლიტერატურა
თამარ მელიქიძე

თამარ მელიქიძე ოქლიფის სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის.

თამარი 2012 წლიდან დღემდე უძღვება სხვადასხვა სასემინარო კურსებს (შესავალი ქართულ ფილოლოგიაში; ქართული მწერლობა შუასაუკუნეების აზროვნების კონტექსტში; ძველი ქართული ლიტერატურა 2; „ვეფხისტყაოსანი“ მსოფლიო ცივილიზაციის კონტექსტში და სხვ.) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ამჟამად სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში და მუშაობს სადისერტაციო ნაშრომზე ძველი ქართული ლიტერატურის მიმართულებით.

თამარ 2011 წლიდან თსუ-ს სამეცნიერო ჟურნალის "ქართველოლოგის" კოორდინატორია, ასევე არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციისა და საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროექტის მონაწილე და ორგანიზატორი.