Oakleaf Logo

Command Palette

Search for a command to run...

თამარ ყიფიანი

ისტორია, საქართველოს ისტორია, მოქალაქეობა
თამარ ყიფიანი

თამარ ყიფიანი ოქლიფის სკოლაში მსოფლიოს ისტორიას, საქართველოს ისტორიასა და მოქალაქეობას ასწავლის

თამარმა განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, არქეოლოგიის სპეციალობით. წლების მანძილზე მუშაობდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. თამარს აქვს განათლების სფეროში მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება.

მისი ავტორობით გამოიცა „მსოფლიო ისტორიის ატლასი’’, რომელშიც განხილულია მსოფლიო ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენები და წარმოდგენილია ორიგინალური რუკები.

თამარს დიდი სურვილი აქვს, თავისი ცოდნა და გამოცდილება მოსწავლეებს გაუზიაროს, ასწავლოს მათ კრიტიკული აზროვნება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იყოს მათი მეგობარი.