Oakleaf Logo

Command Palette

Search for a command to run...

ოლიკო ხუციშვილი

მათემატიკა, SAT Math, მათემატიკა ბიზნესისთვის
ოლიკო ხუციშვილი

ოლიკო ხუციშვილი მათემატიკის მასწავლებელია ოქლიფის სკოლაში

  • ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, სპეციალობით „მართვა ტექნიკურ სისტემებში“ (2001 წელი)

  • ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი (2006 წლიდან)

  • საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპოდენტი (2019 წლიდან)

ოლიკო ხუციშვილმა წარჩინებით დაამთავრა სტუ-ს ასპირანტურა გამოყენებითი მათემატიკის სპეციალობით. 2003-2005 წლებში იყო პრეზიდენტის სტიპენდიანტი, ახალგაზრდა მეცნიერთა საპრეზიდენტო II ხარისხის დიპლომით.

ოლიკო ხუციშვილს განათლების სფეროში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორი და სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრი.

2019 წლიდან არის სტუ-ს პროფესორ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრისა და აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) სწავლებისა და სწავლის ცენტრის ტრენერი.

ოლიკოს გამოქვეყნებული აქვს 3 მონოგრაფია, 22 სახელმძღვანელო და 41 სამეცნიერო სტატია. მონაწილეობა აქვს მიღებული 22 სამეცნიერო კონფერენციასა და 4 საგრანტო პროექტში.