ნინო ღვინიაშვილი
დირექტორის მოადგილე აკადემიური მიმართულებით, IB-ის სადიპლომო პროგრამის (DP) ხელმძღვანელი
ნინო ღვინიაშვილი დირექტორის მოადგილეა აკადემიური მიმართულებით და საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) სადიპლომო პროგრამის (DP) ხელმძღვანელი.
ნინომ ბაკალავრიატი ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობით დაამთავრა. ფლობს მაგისტრის ხარისხს განათლების ადმინისტრირებაში. ამასთან, იგი ინგლისური ენის სერტიფიცირებული თარჯიმანია.
ნინოს ინგლისურის სწავლების 10 წლიანი გამოცდილება აქვს. ამას გარდა, იგი უძღვებოდა ზოგადი ინგლისურისა და გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებს, ასევე ასწავლიდა ინგლისურს სპეციფიკური მიზნებისთვის. არის CELTA კვალიფიცირებული მასწავლებელი. სწავლების გარდა, მას ჩაუტარებია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სხვადასხვა ტრენინგები.
ნინოს განათლების სფეროში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.