მარიამ შენგელია
მარიამ შენგელია 2011 წლიდან არის საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის წევრი. მარიამი ჩართული იყო ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებულ „ალტერნატიული საგადასახადო აუდიტის“ პროექტში. მას აქვს კერძო აუდიტორულ ფირმებსა და კერძო კომპანიებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. მისი საქმიანობა ძირითადად უკავშირდება ფინანსურ აღრიცხვასა და ანგარიშგების ორგანიზაციულ უზრუნველყოფოფას, ფინანსური მდგომარეობის კომპლექსურ და ოპერატიურ ანალიზს.
მარიამ შენგელიას გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი სერტიფიცირებული ტრენინგები ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბით.
მან დაამთავრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ფლობს ბაკალავრიატის ხარისხს ეკონომიკის მიმართულებით. ასევე, სამაგისტრო საფეხურზე ისწავლა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტებში ბიზნეს ადმინისტრირების პროგრამაზე, ფინანსების მიმართულებით.