Oakleaf Logo

Command Palette

Search for a command to run...

დავით ნადირაძე

IB-ის სადიპლომო პროგრამის (DP) კოორდინატორი
დავით ნადირაძე

დავით ნადირაძე საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) სადიპლომო პროგრამის (DP) კოორდინატორია ოქლიფის სკოლაში.

დავითმა ბაკალავრიატი საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით დაამთავრა. მაგისტრის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საზოგადოებრივ გეოგრაფიაში მიიღო. ის არის საზოგადოებრივი გეოგრაფიის დოქტორანტი.

დავითი აქტიურად მონაწილეობს სხვადახვა პროექტებსა და კონფერენციებში. აქვს მრავალწლიანი გამოცდილება კვლევების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

გარდა ამისა, დავითი დაინტერესებულია სოციალური მედიითა და ვებ დეველოპმენტით და აქვს შესაბამის სფეროში მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება.

დავითს დიდი სურვილი აქვს, რომ მოსწავლეებს ასწავლოს კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება და განუვითაროს პიროვნული უნარ-ჩვევები.