Oakleaf Logo

Command Palette

Search for a command to run...

მოსწავლეთა კონფერენცია თემაზე "ევროკავშირი და საქართველო"

მოსწავლეთა კონფერენცია თემაზე "ევროკავშირი და საქართველო"

13 დეკემბერს ოლქიფის სკოლაში გაიმართა კონფერენცია თემაზე "ევროკავშირი და საქართველო".

ჩვენი სკოლის მე-11 კლასელებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს თავიანთი პროექტები შემდეგ საკითხებზე:

  • ევროკავშირის შექმნის ისტორია

  • ევროკავშირის სტრუქტურა

  • ევროკავშირის გაფართოება

  • ბრექსიტი - გამომწვევი მიზეზები და შედეგები

  • ნატო - ევროკავშირის უსაფრთხოების გარანტი

  • ისტორიული ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის

  • საქართველო და ევროკავშირი

პროექტის მიზანი მოსწავლეებში ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლება, მისი ისტორიის, სტრუქტურის, კანონმდებლობისა და საქართველოსთან ისტორიული და თანამედროვე თანამშრომლობის შესწავლა და გამოკვლევაა. პროექტი სამი საგნის - ისტორიის, გეოგრაფიისა და მოქალაქეობის ინტეგრირებით განხორციელდა.

პროექტი განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს იმის ფონზე, რომ 14 დეკემბერს საქართველომ მიიღო ისტორიული შანსი, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი - ევროკომისიამ საქართველოს მიანიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

გვიხარია, რომ ჩვენი მოსწავლეები ძალიან აქტიურად ჩაერთნენ პროექტის განმავლობაში მიმდინარე სამუშაოებში და საბოლოო პრეზენტაციებთან ერთად შექმნეს პოსტერები და ვიდეოკლიპი საქართველოსა და ევროკავშირის უახლესი ურთიერთობების შესახებ.

განსაკუთრებით ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს წარმატებულ კონფერენციას და კანდიდატის სტატუსის მიღებას, რადგან სწორედ მათი დამსახურებით გახდება საქართველო კიდევ უფრო ევროპული ქვეყანა, სადაც თითოეული მოქალაქის უფლება იქნება დაცული და მათი ინტერესები გათვალისწინებული.

მოსწავლეთა კონფერენცია თემაზე "ევროკავშირი და საქართველო"