OS vs ES - ამხანაგური მატჩი კალათბურთში
10 დეკემბერს ოქლიფის სკოლასა და ევროპულ სკოლას შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა კალათბურთში.
ეს იყო სასწავლო წლის პირველი შეხვედრა ჩვენი გუნდისთვის, რომელიც საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მატჩი ევროპული სკოლის გამარჯვებით, ანგარიშით 36-42 დასრულდა.
ვულოცავთ მათ მოგებას და ჩვენს კალათბურთელებს წარმატებას ვუსურვებთ სამომავლო შეხვედრებისთვის.