Oakleaf Logo

Command Palette

Search for a command to run...

ნიკოლოზ ნოზაძე

2026
University of Nottingham (UK)
ნიკოლოზ ნოზაძე

ოქლიფის სკოლის მე-12 კლასელი ნიკოლოზ ნოზაძე ჩაირიცხა University of Nottingham-ში და სექტემბრიდან სწავლას გაერთიანებულ სამეფოში, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის მიმართულებით გააგრძელებს.

ნიკოლოზი, ასევე, ჩაირიცხა LUISS University-ში, იტალიის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში, რომელიც საერთაშორისო აღიარებით სარგებლობს სამართლის, ეკონომიკის, ბიზნესისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებებით.

University of Nottingham მსოფლიოში აღიარებული კვლევითი უნივერსიტეტია, რომელიც გამოირჩევა მაღალი აკადემიური სტანდარტებით, ინოვაციური სწავლების მეთოდებითა და მრავალფეროვანი საერთაშორისო გარემოთი. უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტი გაერთიანებულ სამეფოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერად მიიჩნევა და სტუდენტებს სთავაზობს თანამედროვე კვლევებში ჩართვის, ინდუსტრიასთან თანამშრომლობისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას, რაც წარმატებული საინჟინრო კარიერისთვის მყარ საფუძველს ქმნის.

ოქლიფის სკოლის კარიერის დაგეგმვის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს მოსწავლეებსა და მშობლებთან უნივერსიტეტში ჩაბარების პროცესის ყველა ეტაპზე - საწყისი დაგეგმვიდან საბოლოო მიღებამდე.

ვულოცავთ ნიკოლოზს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და ვუსურვებთ წარმატებას ცხოვრების ახალ ეტაპზე. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს მხოლოდ მისი მომავალი წარმატებების დასაწყისია.