ნიკოლოზ კვახაძე
ოქლიფის სკოლის მე-12 კლასელი, ნიკოლოზ კვახაძე Università Cattolica del Sacro Cuore-ში ჩაირიცხა და სექტემბრიდან დაფინანსებით გააგრძელებს სწავლას მილანში, საერთაშორისო ურთიერთობებისა და გლობალური პოლიტიკის მიმართულებით.
UCSC ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია ევროპაში, რომლის კამპუსებიც მდებარეობს მილანში, რომში, ბრეშასა და პიაჩენცაში. უნივერსიტეტი გამოირჩევა ისტორიული არქიტექტურითა და უნიკალური სასწავლო გარემოთი.
UCSC ცნობილია როგორც მაღალი აკადემიური ხარისხის მქონე უნივერსიტეტი და იყენებს სწავლების ინოვაციურ მეთოდებს. UCSC აქტიურად თანამშრომლობს წამყვან საერთაშორისო ინსტიტუტებთან, მათ შორისაა London School of Economics, Boston University, Paris-Sorbonne University და სხვა.
ოქლიფის სკოლის კარიერის დაგეგმვის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს მოსწავლეებთან და მშობლებთან როგორც სააპლიკაციო პროცესამდე, ისე მისი მიმდინარეობის ყველა ეტაპზე.
ვულოცავთ ნიკოლოზს ამ შესანიშნავ მიღწევას და დარწმუნებულები ვართ, კიდევ ბევრჯერ ვიამაყებთ მისი წარმატებებით.