Oakleaf Logo

Command Palette

Search for a command to run...

გიკა ვაშაკიძე

2025
Università Cattolica del Sacro Cuore, Italy
გიკა ვაშაკიძე

ოქლიფის სკოლის მე-12 კლასელი, გიკა ვაშაკიძე Università Cattolica del Sacro Cuore-ში ჩაირიცხა და დაფინანსებით აგრძელებს სწავლას მილანში, ფსიქოლოგიის მიმართულებით.

UCSC ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია ევროპაში, რომლის კამპუსებიც მდებარეობს მილანში, რომში, ბრეშასა და პიაჩენცაში. უნივერსიტეტი გამოირჩევა ისტორიული არქიტექტურითა და უნიკალური სასწავლო გარემოთი.

UCSC ცნობილია როგორც მაღალი აკადემიური ხარისხის მქონე უნივერსიტეტი და იყენებს სწავლების ინოვაციურ მეთოდებს. UCSC აქტიურად თანამშრომლობს წამყვან საერთაშორისო ინსტიტუტებთან, მათ შორისაა London School of Economics, Boston University, Paris-Sorbonne University და სხვა.

ვულოცავთ გიკას ამ შესანიშნავ მიღწევას და დარწმუნებულები ვართ, კიდევ ბევრჯერ ვიამაყებთ მისი მიღწევებით.