Oakleaf Logo

Command Palette

Search for a command to run...

ალექსანდრე მდივანი

2026
King's College London (UK)
ალექსანდრე მდივანი

ოქლიფის სკოლის მე-12 კლასელი ალექსანდრე მდივანი ჩაირიცხა King's College London-ში და სექტემბრიდან სწავლას გაერთიანებულ სამეფოში, ფინანსების მიმართულებით გააგრძელებს.

King's College London მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კვლევითი უნივერსიტეტია, რომელიც საერთაშორისო რეიტინგებში მუდმივად ლიდერ პოზიციებს იკავებს. უნივერსიტეტი გამოირჩევა მაღალი აკადემიური სტანდარტებით, ინოვაციური კვლევებითა და მრავალფეროვანი საერთაშორისო გარემოთი, რომელიც მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსულ სტუდენტებსა და მკვლევრებს აერთიანებს.

ლონდონის ცენტრში მდებარე უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს გამორჩეულ შესაძლებლობებს ითანამშრომლონ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებთან, საერთაშორისო კომპანიებსა და დარგის პროფესიონალებთან. სწავლების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკული და ანალიტიკური უნარების განვითარებას, რაც კურსდამთავრებულებს წარმატებული საერთაშორისო კარიერისთვის ამზადებს.

ოქლიფის სკოლის კარიერის დაგეგმვის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს მოსწავლეებსა და მშობლებთან უნივერსიტეტში ჩაბარების პროცესის ყველა ეტაპზე - საწყისი დაგეგმვიდან საბოლოო მიღებამდე.

ვულოცავთ ალექსანდრეს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და ვუსურვებთ წარმატებას ცხოვრების ახალ ეტაპზე. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს მხოლოდ მისი მომავალი წარმატებების დასაწყისია.